ჩვენ შესახებ
ჰოლომედის პროფესიული განვითარების (HoloMedi Professional Development - HPD) პლატფორმა პირველი ციფრული შესაძლებლობა საქართველოში, მედიცინის დარგის სპეციალისტების პროფესიული განვითარებისთვის და წარმატებებისთვის.
პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მედიცინის დარგის სპეციალისტების პოსტდიპლომურ განათლებას, უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, მედიცინის მიმართულებებში დარგის წამყვანი სპეციალისტებისა და მეცნიერების გამოცდილების გაზიარებას, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაღრმავება, გაფართოებას.
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად პლატფორმა ხელმისაწვდომია: პროფესიული წრეებისთვის, დარგით დაინტერესებული ექიმებისთვის, რეზიდენტებისა და სტუდენტებისთვის შეაგროვოს და მოამზადოს ინფორმაცია დარგში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, ორგანიზება გაუწიოს პოსტდიპლომური განათლების ტრენინგებს, მასტერკლასებს, სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებს, პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავებისა და განვითარებისთვის საჭირო სასწავლო პროგრამებს.
საქართველოს მედიცინის დარგის სპეციალისტებისთვის პოსტდიპლომური განთლების ხელშეწყობა;
პროფესიული ცოდნის მიღება პრაქტიკული და თეორიული საჭიროებებიდან გამომდინარე;
ყოველწლიური სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციების ორგანიზება;
პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავება, განვითარება.
ინოვაციური ციფრული პლატფორმა დაინტერესებულ პირებს სთვაზობს ონლაინ კურსებს, ვიდეო ტრენინგებს, როგორც ქართველი, ისე სხვადასხვა ქვეყნების წამყვანი და ავტორიტეტული კლინიკების ტრენერი ექიმი-სპეციალისტების ჩართულობით, ცოდნის გაღრმავების, თანამედროვე ტენდენციების მონიტორირებისა და მათ შორის უწყვეტი სამედიცინო განათლების (უპგ) ქულების მოპოვებას.
პლატფორმა დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს მუდმივად თვალყური ადევნონ მედიცინის სხვადასხვა დარგში მიმდინარე სიახლეებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მასშტაბით; გადაამოწმონ და გააუმჯობესონ მათი ცოდნა სახლიდან ან სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად; გაცვალონ მოსაზრებები პლატფორმის ონლაინ ბლოგის მეშვეობით, გაუზიარონ ცოდნა და მუშაობის შედეგები კოლეგებს.
ელექტრონული სასწავლო პლატფორმა არის საქართველოს ჯანდაცვის სამისნიტროს შესაბამის კურიკულუმებზე დაფუძნებული დიპლომის შემდგომი როგორც ონლაინ ისე ფიზიკურ ფორმატში სწავლების საშუალება, რომელიც შედგება პროფესიული განათლების პროგრამებისაგან.
ელექტრონული სწავლების ფორმებია: ონლაინ ლექციები, ვიდეო ტრენინგები, ვებინარები (WEBINARS), მასტერკლასები, კლინიკური შემთხვევების ანალიზი, სპეციალობებსა და სუბსპეციალობების მზადებისთვის საჭირო პროგრამები.
პლატფორმის ბენეფიციარი შეიძლება გახდეს უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე ნებისმიერი პირი:
ექიმი
უმცროსი ექიმი
რეზიდენტი
დიპლომირებული მედიკოსი
უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტი;
ჩვენ გთავაზობთ ორი ტიპის მომსახურებას:
Subscription მოდელი (გაწევრიანება - ყოველთვიური გადახდა)
გადაიხადეთ ან შეიძინეთ სასურველი კურსი ერთჯერადად
წევრობა გულისხმობს (membership/subscription):
Ultrasound Academy —ის ციფრულ პლატფორმაზე რეგისტრირებულ და პლატფორმაზე განთავსებული კურსებების, ვიდეო ტრენინგების და ა.შ. მიღებას, წლის განმავლობაში დასაგროვებელი კრედიტ-ქულების დაგროვებას და წლის ბოლომდე 20 კრედიტ-ქულის მიღებას.
ორგანიზებულ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში, სემინარებში, დისკუსიებში, ვორქშოფებში; ვებინარებში მონაწილეობის მიღებას.
საერთაშორისო კონფერენციებზე მონაწილეობის ხელშეწყობას*
პლატფორმაზე განთავსებული სასწავლო რესურსებზე წვდომას.
სამედიცინო სფეროში სხვადასხვა მიმართულებებში არსებული სიახლეების ავტომატური გამოწერა ყოველთვიურად მეილზე
აკადემიის წევრებს გარანტირებული აქვთ ულტრასაუნდ აკადემიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე დასწრება და უცხოელი პრაქტიკოსი ექიმების (ფასიანი) ღონისძიებების შემთხვევაში ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით;